ფული საქონელბრუნვის საშუალებაა; ის წარმოების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის დამაკავშირებელი კონკრეტული სახმარი ღირებულებაა. კლასიკური პოლიტეკონომიკური აღქმით ფული და ვალუტა სინონიმებია. ფული საქონლის ეკვივალენტია, შეფასებითი კატეგორიაა.

Sunday, May 22, 2011

მილიარდელთა სია 


1. უორენ ბაფეტი - WARREN BUFFET. ინვესტორი (USA), ასაკი — 80 წელი, 62 მილიარდი დოლარი...

მილიარდელთა ახალი სია!!!

2. კარლოს სლიმ ჰელუ - Carlos Slim Helu. მფლობელი კომპანია «Telefonos De Mexico» (მექსიკა), ასაკი — 70 წელი...

მილიარდელთა ახალი სია!!!

3. ბილ გეითსი - Bill Gates. მფლობელი კომპანია «Microsoft»-ის (USA), ასაკი — 54 წელი, 40 მილიარდ დოლარი

მილიარდელთა ახალი სია!!!

4. ლოურენს ელისონი – Lawrence Ellioson. მფლობელი კომპანია «Oracle» (USA), ასაკი — 65 წელი, 22,5 მილიადი დოლარი...

მილიარდელთა ახალი სია!!!

5. ინგვარ კამპრადი - Ingvar Kamprad. მფლობელია კომპანია «IKEA» (შვეცია), ასაკი — 84 წელი, 22 მილიარდი დოლარი

მილიარდელთა ახალი სია!!!

6. კარლ ალბრეხტი – Karl Albrecht. მეპატრონე სუპერმარკეტების ქსელი «Aldi Sud» (გერმანია), ასაკი — 89 წელი, 21,5 მილიარდი დოლარი...

მილიარდელთა ახალი სია!!!

7. მუშეკ ამბანი – Mukesh Ambani. მფლობელი ნავთობის გიგანტის «Reliance Industries» (ინდოეთი), ასაკი — 52 წელი, 19,5 მილიარდი დოლარი...

მილიარდელთა ახალი სია!!!

8. ლაქშმი მიტალი – Lakshmi Mittal. მფლობელი კომპანია «Mittal Group» (ინდოეთი), ასაკი — 58 წელი, 19,3 მილიარდი დოლარი...

მილიარდელთა ახალი სია!!!

9. თეო ალბრეხტი – Theo Albrecht. მმართველი ქსელისა «Aldi Nord» (გერმანია), ასაკი — 88 წელი, 18,8 მილიარდი დოლარი...

მილიარდელთა ახალი სია!!!

10. ამანსიო ორტეგა – Amancio Ortega. მეპატრონე ტანსაცმლის მწარმოებელი «Inditex Goup»-სა (ესპანეთი), ასაკი — 73 წელი, 18,3 მილიარდი დოლარი...

მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო მილიარდელები

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების უამრავი სია არსებობს. მათმა უმრავლესობამ წარმატებას საინვესტიციო ბიზნესში, მოდის, ვაჭრობის ან ენერგეტიკის სფეროებში მიაღწია, მაგრამ სამყაროს უმდიდრეს ადამიანებს შორის ისეთი უჩვეულო მილიარდერებიც გვხვდებიან, რომლებმაც კაპიტალი არც თუ ისე პოპულარული საქმიანობით დააგროვეს.

აფრიკის კონტინენტის უმდიდრესი ადამიანი, ე.წ. “შაქრის მეფე”, ალიკო დანგოტე გახლავთ. მისი ქონება 13,8 მილიარდ დოლარს შეადგენს და “ფორბსის” უმდიდრესი ადამიანების სიაში 51-ე ადგილს იკავებს. 1977 წელს მის მიერ შექმნილი პატარა ფირმა მალე უზარმაზარ კონგლომერატად იქცა, რომელიც ლუდის, გამაგრილებელი სასმელებისა და ტკბილეულის ადგილობრივ მეწარმეებს შაქრით ამარაგებდა. მოგვიანებით, მან ხელი ცემენტის ბიზნესსაც მიჰყო.

კომპანია IOI Group-ის მფლობელ მალაიზიელ მილიარდერ ლი შინ ჩენგას მეტსახელად “ხეების შემლოცველს” ეძახიან. ბიზნესი მან პალმის ზეთის გაყიდვით დაიწყო. ეს ზეთი ფართოდ გამოიყენება საკვები, კოსმეტიკური და მეტალურგიული პროდუქტების წარმოებისას. დღესდღეობით, მისი კომპანია დეველოპერულ საქმიანობას ეწევა მალაიზიაში, ინდონეზიაში, ევროპასა და ამერიკაში. ჩენგი კი, “ფორბსის ” სიაში 208-ე ადგილს იკავებს.

ჰონკონგის კომპანიის Huabao International–ის პრეზიდენტი, ჩუ ლამ იუ 38 წლის იყო, როცა პარფიუმერული ბიზნესის წყალობით, 1.3 მილიარდი დოლარი იშოვა და “ფორბსის” უმდიდრესი ადამიანების სიის 760-ე ადგილზე მოხვდა.

833-ე ადგილი ამერიკის უმდიდრეს და ყველაზე ცნობილ ადვოკატს, ჯო ჯამეილას, მეტსახელად “სამოქალაქო კოდექსის მეფეს” უკავია. მისი შემოსავალი 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენს და იმდენად მოთხოვნადი ადვოკატია, რომ ხშირად ყველაზე გახმაურებულ საქმეებსაც არ იღებს. მაგალითად, მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრის საქმეზე მუშაობა როცა სთხოვეს, დროის უქონლობის გამო მან ამაზე უარი განაცხადა. მან სახელი 1985 წელს, ნავთობკომპანიების Pennzoil და Texaco–ს შორის აღძრული პროცესის მოგების შემდეგ გაითქვა, როცა ორივე კომპანიამ მას ამერიკის ისტორიაში ყველაზე სარფიანი ჰონორარი გადაუხადა.

ძუნწი მილიარდელები...



სხვათაშორის მილიარდელები საკმაოდ ეკონომიურად ხარჯავენ თავიანთ ქონებას, ზოგი კი ძალზედ ძუნწიცაა
1/4 მილიარდერებისა ყიდულობს ტანსაცმელს რომლის ღირებულება ძალიან იშვიათად თუ აღემატება 100$
მხოლოდ 1/3 მილიარდელებისა დადის ძვირადღირებული ავტომობილით.
მხოლოდ ნახევარი მილიარდელებისა ყიდულობს საათს რომლის ღირებულებაც 250$ აღემატება.
მაგალითად, ჰენრიეტა ჰოულენდ გრინი(ცნობილი ფინანსისტი თავის დროზე,1916 წელს გარდაიცვალა), რომლის ქონებას დღევანდელი გადასახედიდან შეადგენდა 20 მილიარდ $ , ცხოვრობდა ჩვეულებრივ ბინაში, რომელსაც ის ხშირ შემთხვევაში ქირაობდა… და ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა,რომ მის მფლობელობაში იყო რამოდენიმე უბანი ჩიკაგოში და მთლიანად აშშ-ში. თქვენ წარმოიდგინეთ და არ სარგებლობდა შეშის ღუმელით, რადგანაც მიაჩნდა რომ ეს დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. როდესაც ერთხელ მისი შვილი ავადმყოფობდა, მან რამოდენიმე დღე დაკარგა ისეთი საავადმყოფოს ძებნაში, სადაც ოპერაციას გაუკეთებდნენ მის ვაჟს. საბოლოოდ კი ძვირფასი დრო დაიკარგა და შვილს ფეხი ამპუტაცია დასჭირდა.
ძალიან ეკონომიური იყო ნავთობ მაგნატი ჯონ პოლ გეტი, რომლის ქონებას 30 წლის წინ შეფასებული იყო 4 მილიარდ დოლარად. მაშინ ეს საკმარისი იყო, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტული ჰქონოდა. მას სახლში ჩვეულებრივი ტელეფონის მაგივრად დაყენებული ჰქონდა “ტელეფონი ჯიხური”, რომ დაერეკათ ყველა ვალდებული იყო ამაში ფული გადაეხადა. ერთხელ მას უბედურება შეემთხვა, მოპარეს საყვარელი შვილიშვილი და გამოსასყიდად ითხოვდნენ 17 მილიონ დოლარს. ჯონი ევაჭრებოდა მანამ,სანამ მის შვილიშვილს ერთი ყური არ მოაჭრეს და ამანათით არ გამოუგზავნეს. ბოლოს მილიარდერი გატყდა და დათანხმა თანხის გადახდას, მაგრამ კვლავაც ვაჭრობის შემდეგ და საბოლოოდ 2.7 მილინი დააკლდა მის ხაზინას.
ნომერ პირველი ფინანსისტი უორენ ბაფეტი, რომლის ქონებას შეადგენს 40 მილიარდს, დღესაც კი პატარა ბინაში ცხოვრობს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 30 ათასი დოლარია და რომელიც მან შეიძინა თითქმის ნახევარი საუკუნის წინ. ბატონი ბაფეტი გადაადგილდება ძველი “ლინკოლნით”, ნომრით “THRIFTY”. იკვებება სწრაფი კვების ობიექტებში, რომელიც მასვე ეკუთვნის.
უდიდესი კომპანისს ” Тetra Pak “-ის მფლობელი ჰანს რაუსინგი, რომლის ქონებაც შეფასებულია 8 მილიარდ დოლარად, ცნობილია იმით, რომ ყველა მაღაზიაში ვაჭრობს უკანასკნელ დოლარამდეც კი და თუკი თუნდაც რამოდენიმე ცენტს დააკლებინებს გამყიდველს, ის ამით კმაყოფილია. მის ავტოფარეხში მხოლოდ ერთი ავტომობილია და ისიც რუსული წარმოების “ნივა”, თან 12 წლის.
ინგვარ კამპრადი გახლავთ შვედეთის უმდიდრესი ადამიანი, რომლის საქმიანობაც ავეჯს შეეხება, კერძოდ კომპანია “IKEA” და მიუხედევად ყველაფრისა ის იკვებება დაბალფასიან რესტორნებში, მგზავრობს ავტობუსით, სახლიდან გასული მხოლოდ 3 ვარსკვლავიან სასტუმროებში ათევს ღამეს. მის სახლში მთელი ავეჯი შეძენილ იქნა 30 წლის წინათ.
და ბოლოს, სერგეი ბრინი, “Google” – ეს ერთ-ერთი მფლობელი, რომლის ქონებას შეადგენს 15 მილიარდზე მეტს. ცხობვრობს ბინაში, რომელსაც აქვს სულ რაღაც 3 ოთახი, ძალიან ცოტას ხარჯავს საჭმლისთვის, მოძრაობს ელექტრომობილით Toyota, ზოგჯერ კი საერთოდ ველოსიპედით.

კორპორაციული ფინანსები

კორპორაციები (იგულისხმება ფირმები მრავალი აქციონერებით) ეკონომიკური სისტემის საფუძველს წარმოადგენს. მთლიანი შიდა პროდუქტის უმეტესი ნაწილი სწორედ კორპორაციებში იქმნება. შესაბამისად კორპორაციების მიერ შექნილი მთლიანი შიდა პროდუქტი ცენტრალიზებული ფულადი ფონდების ფორმირების მთავარ წყაროს წარმოადგენს. კორპორაციების ფინანსები წარმოადგენს ფულად ურთიერთობას, რომელიც შემოსავლის განაწილების პროცესში, ფულადი ფონდების ფორმირებითა და გამოყენებით, კორპორაციების მიზნების რეალიზებას უზრუნველყოფს. კორპორაციის ფინანსები სახელმწიფოს ცენტრალიზებული ფულადი ფონდების ფორმირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
ფინანსები, როგორც დისციპლინა სამი ნაწილისაგან შედგება:
>>კორპორაციის ფინანსური მენეჯმენტი;
>>ინვესტიციები;
>>საფინანსო ბაზრები.
საინტერესოა ისიც, რომ მრავალი ფირმა ფასიანი ქაღალდების ბაზარს იყენებს თავისი აქტივების ინვესტირებისათვის. საბოლოოდ კი ფასიანი ქაღალდების საბაზრო ფასი განსაზღვრავს ფირმის მუშაობის შედეგს. აღნიშნულის გამო კონკურენტული ფირმები ფასიანი ქაღალდების ბაზართან მუდმივ კონტაქტში იმყოფებიან.

სახელმწიფო საფინანსო სისტემა

საფინანსო სისტემის ერთ-ერთი ქვესისტემა სახელმწიფო ფინანსებია, რომელიც თავად სისტემაა და შედგება ისეთი ქვესისტემებისაგან, როგორიცაა: ბიუჯეტი, საკრედიტო სფერო, ფასიანი ქაღალდებისა და დაზღვევის სფერო. სახელმწიფო ფინანსები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ქვეყნის ეროვნული შემოსავლის განაწილება-გადანაწილება, ეკონომიკის ცალკეულ სექტორებსა და რეგიონებს შორის, ფინანსების, როგორც ინსტრუმენტის, მეთოდის გამოყენებით ხდება. შემოსავალი ნაწილდება ეკონომიკის სუბიექტებს შორის, საკუთრების ფორმების მიხედვით, საზოგადოების ცალკეულ ფენებს შორის და ა.შ. განვიხილოთ სახელმწიფო საფინანსო სისტემის შემადგენელი სფეროები:
>>ბიუჯეტი – სახელმწიფო ფინანსების ერთ-ერთ ქვესისტემას ბიუჯეტი წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ ისეთი ქვესისტემებისაგან შედგება როგორიცაა: სახელმწიფო ბიუჯეტიავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტიდა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტი. სახელმწიფო ბიუჯეტი უზრუნველყოფს, როგორც საერთო-სახელმწიფო მნიშვნელობის ეკონომიკური, სოციალური, საგარეო-ეკონომიკური, ქვეყნის თავდაცვისა და სუვერენული ქვეყნის ვალდებულებათა შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებების, ისე საერთო-სახელმწიფო მნიშვნელობის მიზნობრივი პროგრამების დაფინანსებას.
>>საკრედიტო სფერო _ საკრედიტო სფერო ასევე სახელმწიფო საფინანსო სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, რომლის მეშვეობით ხორციელდება ქვეყნის ეკონომიკის ცალკეული სექტორებში არსებული დროებით თავისუფალი ფულადი საშუალებების (დანაზოგების) მობილიზება და მიზნობრივი განთავსება სარგებლის (პროცენტის) გადახდით და დაბრუნების პირობით. საკრედიტო ურთიერთობაში, როგორც წესი მონაწილეობს მინიმუმ ორი სუბიექტი, კერძოდ მსესხებელი და კრედიტორი. თუ კი სასაქონლო-ფულადი ურთიერთბის საწყის ეტაპზე პირდაპირი კავშირი მყარდებოდა თავისუფალი ფულადი საშუალებების მფლობელსა და მსესხებელს შორის, განვითარების შემდგომ ეტაპზე საკრედიტო ურთიერთობაში უკვე სამი სუბიექტი მონაწილეობს. სასესხო კაპიტალის ბაზარზე გამოდის ისეთი სპეციალიზებული საფინანსო ინსტიტუტები, როგორიცაა მაგალითად ბანკები, საინვესტიციო ფონდები, სადაზღვევო კომპანიები, საკრედიტო კავშირები და სხვა. სადაც ხდება დროებით თავისუფალი ფულადი საშუალებების აკუმულირება და საკრედიტო ფულზე მოთხოვნის შესაბამისად მისი განთავსება. ამასთან ბანკი სესხს იძლევა გარკვეული სარგებლის მიღების პირობით. ეკონომიკის სუბიექტები (კრედიტორები) ჭარბ შემოსავალს (ფულად რესურსებს) თავისი სურვილით გადასცემენ ფინანსურ შუამავლებს ან ეკონომიკის იმ სუბიექტებს (მსესხებლებს), რომლებიც ფულადი საშუალებების ნაკლებობას განიცდიან, შემდგომი კაპიტალიზაციისა და მოგების მიღების მიზნით.
ამგვარად საკრედიტო სფერო, როგორც საფინანსო სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი აქტიურ როლს თამაშობს ეროვნული შემოსავლის გადანაწილებისა და ცენტრალიზებული და სხვადასხვა დეცენტრალიზებული ფულადი ფონდების ფორმირებაში და გამოყენებაში.
>>ფასიანი ქაღალდების სფერო – ფასიანი ქაღალდების სფერო სახელმწიფო საფინანსო სისტემის განსაკუთრებულ ქვესისტემაა და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს შემოსავლების განაწილება-გადანაწილების პროცესში. ფასიანი ქაღალდებით წარმოიქმნება ფინანსური აქტივები. კერძოდ, ფასიანი ქაღალდების სფერო ისევე, როგორც საკრედიტო რგოლი ემსახურება დროებით თავისუფალი ფულადი საშუალებების მობილიზებას და მის ეფექტიან გადანაწილებას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში. ამგვარად ფასიანი ქაღალდების ყიდვა- გაყიდვის შედეგად ხდება ეკონომიკის მაღალი შემოსაველების მქონე სექტორიდან დროებით თავისუფალი კაპიტალის გადადინება შედარებით დაბალი შემოსავლების მქონე სექტორში. ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვით ხორციელდება დანაზოგის მიზნობრივი გადანაწილება და გამოყენება. ფასიანი ქაღალდი, მფლობელისათვის წარმოადგენს ფინანსურ აქტივს, ხოლო ემიტენტისათვის ფინანსურ ვალდებულებას.
>>დაზღვევის სფერო _ სახელმწიფო საფინანსო სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ნაწილია სადაზღვევო სფერო. დაზღვევა, როგორც შემოსავლების გადანაწილების მეთოდი აქტიურად მონაწილეობს ეროვნული შემოსავლის განაწილება-გადანაწილების პროცესში. დაზღვევის ფონდი იქმნება ფიზიკური და იურიდიული პირების სადაზღვევო შენატანებით და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე. აღნიშნული ფონდის მეშვეობით ხდება სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზარალის კომპენსაცია. ამგვარად, ქვეყანაში არსებული დროებითი ფულადი რესურსების მობილიზებით იქმნება დაზღვევის (სარეზერვო) ფონდი იმ მიზნით, რომ იგი ამცირებს რისკის ხარისხს და სადაზღვევო შემთხვევის წარმოქმნისას, ეფექტურად გამოიყენება.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში პირადი, ქონებრივი და პასუხისმგებლობის რისკების დაზღვევა კომერციულ საქმიანობას წარმოადგენს. ცენტრალიზებული გეგმიანი ეკონომიკის პირობებში აღნიშნული საქმიანობის სახელმწიფო მონოპოლია არსებობდა. საბაზრო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოში მოხდა დემონოპოლიზაციის რთული პროცესი. იქმნება კომერციული სადაზღვევო კომპანიები, რომელთაც ჯერჯერობით სადაზღვევო მომსახურეობის ცალკეული სახეობის მიხედვით არ გააჩნიათ გამოკვეთილი სპეციალიზაცია.

ფინანსების ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები, ფინანსების ცნება

ფინანსები, როგორც ეკონომიკური ისე სამართლებრივ და ისტორიულ კატეგორიაა, რომელიც ვითარდებოდა და დროში იცვლებოდა. შესაბამისად მან რიგი დამახასიათებელი ნიშნები შეიძინა. სპეციალისტები ფინანსების შემდეგ  ძირითადი დამახასიათებელ ნიშნებს გამოყოფენ:
>>ფინანსების ერთ-ერთ ძირითად დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს ის, რომ ფინანსური ურთიერთობა არსებობს მხოლოდ იქ სადაც არსებობს ფულადი ურთიერთობა;
>>საფინანსო ურთიერთობის პროცესში წარმოებს საერთო სახელმწიფოებრივი ფულადი რესურსების ფონდების ფორმირება და გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე ფინანსების ერთ-ერთ მთავარ განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს ის, რომ მას გააჩნია საფონდო ხასიათი (ფონდი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს რისამე მარაგს). როგორც ეს უკვე აღვნიშნეთ ფინანსების წარმოქმნა უწინარეს ყოვლის ბიუჯეტის შექმნას უკავშირდება, რომლის რეგულარული შემოსავლის წყარო გადასახადებია. ამასთან ცნობილია ისიც, რომ გადასახადებს, სახელმწიფო იძულებითი ხასიათი გააჩნია. გადასახადის შემოღება დასაშვებია მხოლოდ სამართლებრივი ნორმით. თავად საბიუჯეტო ურთიერთობაც შესაბამის სამართლებრივი ნორმით რეგულირდება. კერძოდ, საქართველოში საბიუჯეტო ურთიერთობა რეგულირდება ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით, ,,წლიური ბიუჯეტის შესახებ”  საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიულ სამართლებრივი აქტებით. ფულისა და ფინანსების ძირითადი დამახასითებელი ნიშნები ერთმანეთისაგან განსხვავებულია.
ფულს, როგორც საქონელს უნდა ახასიათებდეს:
>> სტაბილურობა – ფულის ღირებულება (ფასი) დროის გარკვეულ პერიოდში მეტ-ნაკლებად ერთნაირი უნდა იყოს, არ უნდა მერყეობდეს;
>> პორტატულობა – ფული უნდა იყოს მცირე ზომის და მსუბუქი;
>> გამძლეობა – შერჩეული მასალა საკმაოდ გამძლე უნდა იყოს;
>> ერთგვაროვნება – ერთი და იგივე ნომინალის ფულს ერთნაირი ღირებულება უნდა ქონდეს;
>> გაყოფადობა;
>> საცნობარობა.
ფინანსების ფუნქციებიფინანსების არსი
ფინასების არსი და მისი შინაგანი შინაარსი ფინანსების ფუნქციებში ვლინდება. აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ ,,ფუნქციის” ქვეშ იგულისხმება ის ..სამუშაო” რომელსაც ფინანსები ეკონომიკაში ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსების ფუნქციასთან დაკავშირებით ეკონომიკურ ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ექსპერტთა უმეტესობა აღიარებს, რომ ეკონომიკაში ფინანსები სამ ძირითად ფუნქციას ასრულებს. კერძოდ:
>>ფინანსები ფულადი საშუალებების ფონდების წარმოქმნის ფუნქციას ასრულებს;
>>ფინანსებით შესაძლებელია ფულადი ფონდების მობილიზებასა და გამოყენებაზე მეთვალყურობა. შესაბამისად ფინანსები მაკონტროლებელ ფუნქციას ასრულებს;
>>ფინანსებით ხდება შემოსავლების მიზნობრივი განაწილება გადანაწილება.
ნებისმიერ ქვეყანაში ფულადი შემოსავლების და ფულადი ფონდების ფორმირების მთავარ მატერიალურ წყაროს წარმოადგენს ქვეყნის ეროვნული შემოსავალი (მთლიანი შიდა პროდუქტი). სწორედ ფინანსების, როგორც მეთოდის, ინსტრუმენტის გამოყენებით ხდება ეროვნული შემოსავლის ნაწილის მობილიზება და ფულადი ფონდების ფორმირება და მისი კონკრეტული მიზნით წარმართვა. რაც შეეხება ფინანსების მაკონტროლებელ ფუნქციას, ფინანსები აღნიშნულ ,,სამუშაოს”, მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნის განაწილების და გადანაწილების ყველა სტადიაზე, ფულის მეშვეობით ასრულებს.
ფინანსები თავისი არსით, როგორც ეს უკვე აღვნიშნეთ არის როგორც ეკონომიკური, ისე სამართლებრივი კატეგორია. რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ფინანსურ ურთიერთობებს ანიჭებს კონკრეტულ სამართლებრივ ფორმას.

ფული და ფინანსები

ხშირად როგორც სპეციალისტები, ისე რიგითი მოქალაქეები,,ფინანსებს” და ,,ფულს”  ერთი და იგივე მნიშვნელობით იყენებენ. ეკონომიკური თეორიის თანახმად  ფული განსაკუთრებული პრივილეგირებული საქონელია, რომელიც სასაქონლო ფულადი ურთიერთობის განვითარებასთან ერთად ყველა სხვა საქონელს გამოეყო და საყოველთაო ექვივალენტის როლს ასრულებს. ე.ი. ყველა სხვა საქონელი შეიძლება აისახოს ან შეიცვალოს ფულით. რაც შეეხება ფინანსებს, მართალია იგი ფულადი ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ფულადი ურთიერთობა არ ასახავს საფინანსო ურთიერთობას. მაინც რა არის ფინანსები? იმისათვის, რომ განვასხვავოთ ფინანსები, როგორც ფულადი ურთიერთობა სხვა ფულადი ურთიერთობისაგან უნდა განისაზღროს ფინანსების ცნება და აიხსნას მისი არსი.
ტერმინი ,,ფინანსები” წარმოშობილია ლათინური სიტყვიდან ,,Finansia”, რაც ნიშნავს შემოსავალს, გადასახდელს. სპეციალისტების აზრით საფინასო ურთიერთობების აღმოცენება შუა საუკუნოვან მოვლენებს უკავშირდება. XIII-XV საუკუნეებში, იტალიის სავაჭრო ქალაქებში, ფინანსებს ნებისმიერი ფულადი გადახდის მნიშვნელობით იყენებდნენ. ამგვარად ხსენებული ტერმინი, სუბიექტებს შორის ფულადი ურთიერთობის გარკვეული პროცესის აღსანიშნავად გამოიყენებოდა. უკვე შემდგომ პერიოდში ტერმინი ,,ფინანსების” გამოყენება საერთაშორისო მასშტაბით დაიწყო. ამასთან საფინანსო ურთიერთობის სფერო თავიდანვე შემოიფარგლებოდა და დაკავშირებული იყო ფულად გადახდასთან. ფული და სასაქონლო ფულადი ურთიერთობები კი არსებობდა ბევრად უფრო ადრე ვიდრე საფინანსო ურთიერთობები წარმოიქმნებდა.