კოლხური თეთრი, ძვ. წ. VI-III საუკუნეების ვერცხლის მონეტა , რომელიც გავრცელებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე. კოლხური თეთრის მოჭრას მკვლევართა ნაწილი კოლხეთის სამეფოს მიაწერს, ნაწილი კი —შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, არსებულ ბერძნულ ახალშენებს. არსებობს კოლხური თეთრის რამდენიმე ტიპი და ნომინალი:
# | დასახელება | სურათი | მონეტის აღწერა | წონა |
---|---|---|---|---|
1 | ტეტრადრაქმა | შუბლზე - მარცხნივ მიმართული ლომის თავი; ზურგზე - ფრთოსანი რაშის პროტომა | ტეტრადრაქმის საშუალო წონაა 13 გ. | |
2 | დიდრაქმა I ტიპი | შუბლზე - მარჯვნივ და მარცხნივ მიმართული მწოლიარე ლომი; ზურგზე - მარცხნივ ან მარჯვნივ მიმართული მუხლმოდრეკილი ხარისთავიანი ადამიანის ფიგურა. | დიდრაქმების საშუალო წონაა 8,99—9,90 გ. | |
3 | დიდრაქმა II ტიპი | შუბლზე - ხაზოვან რკალში ადამიანის თავის პროფილი; ზურგზე - ერთმანეთის საპირისპიროდ მიმართული ადამიანის ისეთივე თავები, როგორიც მონეტის შუბლზეა. | დიდრაქმების საშუალო წონაა 8,99—9,90 გ. | |
4 | დიდრაქმა III ტიპი | შუბლზე - ხაზოვან რკალში ადამიანის თავის პროფილი; ზურგზე - ერთმანეთის საპირისპიროდ მდგარი 2 ხარი. | დიდრაქმების საშუალო წონაა 8,99—9,90 გ. | |
5 | დრაქმა | შუბლზე - ლომის თავი ფასში; ზურგზე - მარჯვნივ მიმართული ხარის თავი. | დრაქმის წონაა 5,52 გ. | |
6 | ნახევარდრაქმა I ტიპი | შუბლზე - ლომის თავის პროფილი მარჯვნივ; ზურგზე - მარჯვნივ მიმართული ძუ ლომის პროტომა. | საშუალო წონაა 2,17 გ. | |
7 | ნახევარდრაქმა II ტიპი | შუბლზე - მარჯვნივ ან მარცხნივ მიმართული ადამიანის თავი, ზურგზე - მარჯვნივ მიმართული ხარის თავი. | საშუალო წონაა 1,2-2,6 გ. |
No comments:
Post a Comment