ფული საქონელბრუნვის საშუალებაა; ის წარმოების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის დამაკავშირებელი კონკრეტული სახმარი ღირებულებაა. კლასიკური პოლიტეკონომიკური აღქმით ფული და ვალუტა სინონიმებია. ფული საქონლის ეკვივალენტია, შეფასებითი კატეგორიაა.

Saturday, March 26, 2011

ფულის მუზეუმი

საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფულის მუზეუმი დაარსდა 2001 წელს, იგი 1981-1989 წლებში მოქმედი „ბანკის მუზეუმის" ბაზაზე აღმოცენდა და საქართველოს ისტორიასა და თანამედროვე მსოფლიოში ფულის, როგორც სახელმწიფოებრიობის აუცილებელი ატრიბუტიკისა და მისი განვითარების დონის წარმოჩენას, საქართველოში ნუმიზმატური და ბონისტური მოძრაობის პროპაგანდასა და ამ სფეროში კავშირების განმტკიცებას ემსახურება.
თბილისსა და საქართველოში სხვადასხვა პროფილის მრავალი მუზეუმია და ბევრ მათგანში სხვა სახის სამუზეუმო ექსპონატების გვერდით ძველი ფულის ნიშნებიც ინახება, მაგრამ ეროვნულ ბანკთან არსებული ფულის მუზეუმი საქართველოში ერთადერთია, რომელიც მთლიანად და განუყოფლად მხოლოდ ფულს ეძღვნება და, თანაც, ფულს - არა მხოლოდ ისტორიულ ჭრილში. მუზეუმის გამოფენაზე თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი საქართველოში ფულის მიმოქცევის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნიდან დღემდე და აქვეა წარმოდგენილი თანამედროვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა.

ფულის მუზეუმის გამოფენა ღიაა ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10.00 საათიდან საღამოს 18.00 საათამდე (შესვენება – 13.00 სთ.-დან 14.00 სთ.-მდე).
მუზეუმის მისამართია:
საქართველოს ეროვნული ბანკი
თბილისი, გ. ლეონიძის 3/5

No comments:

Post a Comment