ფული საქონელბრუნვის საშუალებაა; ის წარმოების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის დამაკავშირებელი კონკრეტული სახმარი ღირებულებაა. კლასიკური პოლიტეკონომიკური აღქმით ფული და ვალუტა სინონიმებია. ფული საქონლის ეკვივალენტია, შეფასებითი კატეგორიაა.

ფულის წარმოშობა


ფულს ისევე დიდი ხნის  ისტორია აქვს, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციას.საუკუნის სვლასთან ერთად ფულადი ერთეულებიც მუდმივად იცვლებოდა. მას ცალკეულ  ქვეყანაში თავისი ისტორია აქვს და თითოეული თავისთავად უნიკალურია.
თავდაპირველად ეს იყო უბრალოდ ნატურალური გაცვლა. ადამიანების პირველყოფილი საქმიანობის – ნადირობისა და შემგროვებლობის, უფრო ეფექტური საქმიანობით ჩანაცვლებამ განაპირობა გაცვლის საჭიროება ერთი საქონლისა მეორეზე, რომელიც დღემდე "ბარტერის" სახელით შემოინახა.
გასაცვლელი საქონლის სახეობების ზრდამ. მისმა მალფუჭებადობამ და დროითმა დანაკარგებმა განაპირობეს ნატურალური გაცვლითი ოპერაციების გართულება. კომპანიონის მოსაძებნად, რომელსაც აწყობდა შემოთავაზებული საქონლის თავისაში გაცვლა, იკარგებოდა დიდიდრო . ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ადამიანებს ვეღარ აკმაყოფილებდათ საქონლის ნატურალური გაცვლა ანუ  ბარტერი და გადაწყვიტეს მოეფიქრებინათ ისეთი უნივერსალური გადახდის საშუალება, რომლის სანაცვლოდაც შესაძლებელი იქნებოდა მიეღოთ ნებისმიერი სახის საქონელი და მომსახურება.
მოიფიქრეს და განახორციელეს კიდეც. ეს საშუალება იყო – ფული.