ფული საქონელბრუნვის საშუალებაა; ის წარმოების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის დამაკავშირებელი კონკრეტული სახმარი ღირებულებაა. კლასიკური პოლიტეკონომიკური აღქმით ფული და ვალუტა სინონიმებია. ფული საქონლის ეკვივალენტია, შეფასებითი კატეგორიაა.

ბანკნოტები


პირველი ქაღალდის ფულის პროტოტიპი შეიქმნა ჩინეთში ჯერ კიდევ IX საუკუნის დასაწყისში. დიდი და მნიშვნელოვანი საქმეები დიდ თანხებს მოითხოვდნენ, ამიტომ იმპერატორმა დააბეჭვდინა მაღალი ხარისხის ქაღალდი, რომელზეც დატანილი ნიშნებით იგი 10000 სპილენძის მონეტის მაგივრობას სწევდა. ხოლო მასიურად ბანკნოტების ბეჭვდა დაიწყო 1024 წელს, რადგანაც ომის დასაფინანსებლად დიდი სახსრები იყო საჭირო. ამას მონეტები ვერ უზრუნველყოფდნენ, მათი სიმცირისა და ძნელად ტრანსპორტირებადობის გამო. მარკო პოლო წერდა, რომ: ქაღალდის ფულის გამოშვება - ეს ახალი შესაძლებლობაა იმ მიზნის მისაღწევად, რომლისკენაც ასე დიდი ხანი მიისწრაფვოდენენ ალქიმიკოსები. ამ მოსაზრების საბაბი მიუცია 1276 წელს ჩინეთში მოგზაურობისას შეხვედრილ იმპერატორულ ბანკნოტებს, რომლებიც გამოიყენებოდა, როგორც საყოველთაო გადახდის საშუალება. ჩინგიზ-ხანის მართველობა ამ კუპიურებს თავისუფლად ცვლიდა ოქროზე.
ევროპაში ბანკნოტები შედარებით გვიან გამოჩნდნენ. 1661 წელს სტოკჰოლმის, კერძო, საემისიო ბანკმა დაბეჭდა პირველი ოფიციალური ბანკნოტები ევროპაში. იქამდე კი ევროპელები იყენებდნენ - ვექსელს. ეს არი მოკლე ან გრძელვადიანი ხელშეკრულება ორ მხარეს შორის, რომელიც მის(ვექსელის) გამცემს ავალდებულებს დათქმულ დროს წინასწარ შეთანხმებული თანხის გადახდას.
აღსანიშნავია ასევე, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ბანკნოტებს პერიოდულად უშვებდნენ და შემდეგ იღებდნენ სავალუტო სისტემიდან. მიზეზი ამისა იყო ის, რომ, როცა მთავრობას ფული სჭირდებოდა, დიდი რაოდენობით ბეჭდავდა ფასიან ქაღალდებს, რაც მოკლე ხანში იწვევდა ჰიპერინფლაციას და იძულებულნი ხდებოდნენ კვლავ მეტალს დაბრუნებოდნენ.
1944 წელს მეორე მსოფლიო ომით გამოწვეული კრიზისიდან გამოსასვლელად და საერთაშორისო ეკონომიკური სისტემისთვის სტიმულის მისაცემად, ბრეტონ-ვუდსში შეიქმნა ე.წ. ბრეტონ-ვუდსის სისტემა, რომელმაც გამოიწვია საერთაშორისო სავაჭრო და საგადასახადო სისტემაში, ამერიკული დოლარის ‘’გაბატონება”. სადაც 1914 წლამდე ინგლისურ სტერლინგს ლიდერის პოზიცია ეკავა,
1971 წლამდე ბანკნოტების მფლობელებს ჰქონდათ უფლება, ქაღალდის ფული ნებისმიერ დროს გადაეცვალათ ბანკში ოქროზე საბაზრო ფასის შესაბამისად (ოქროს სტანდარტი). ეს გულისხმობდა, რომ ბანკის სარდაფში იმდენი ოქრო უნდა ყოფილიყო შენახული, რა ღირებულების კუპიურებიც ჰქონდა მას ემისირებული. 1971 წელს კი საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ბანკნოტებმა ეს უფლება დაკარგეს. თუმცა, ზოგიერთმა ქვეყანამ ეს პროცესი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ განახორციელა. იქედან მოყოლებული დღემდე ქაღალდის ფული არც ერთ ლითონზე არაა მიბმული და თავისუფლად ცურავს მსოფლიო სავალუტო სისტემაში.