(ლათ. Numisma - მონეტა) - ისტორიული მეცნიერების ერთ-ერთი დისციპლინა, რომელიც მონეტებს შეისწავლის. ნუმიზმატიკა, როგორც მეცნიერეული ტერმინი, შუა საუკუნეებიდან გამოიყენება. თავდაპირველად მასში მონეტებისა და მედლების შეგროვება იგულისხმებოდა, რასაც საფუძველი სXIV-XV ს.-ში, იტალიაში ჩაეყარა და შემდეგ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.როგორც წესი, კოლექციონერობას კერძო პირები მისდევდნენ, თუმცა მალე მან სახელმწიფოებრივი ღონისძიების ხასიათი მიიღო და ევროპის მუზეუმებში ნუმიზმატიკური კაბინეტები შეიქმნა. დაარსდა ხუთი დიდი ნუმიზმატიკური ცენტრი: ლონდონში, პარიზში, ვენაში, ბერლინსა და პეტერბურგში. ნუმიზმატიკური მეცნიერების ფუძემდებელია ავსტრიელი ნუმიზმატი იოსებ ეკელი (1737-1798).