ფული საქონელბრუნვის საშუალებაა; ის წარმოების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის დამაკავშირებელი კონკრეტული სახმარი ღირებულებაა. კლასიკური პოლიტეკონომიკური აღქმით ფული და ვალუტა სინონიმებია. ფული საქონლის ეკვივალენტია, შეფასებითი კატეგორიაა.

Thursday, April 7, 2011

კოლხური თეთრი

კოლხური თეთრი, ძვ. წ. VI-III საუკუნეების ვერცხლის მონეტა , რომელიც გავრცელებული იყო  საქართველოს ტერიტორიაზე. კოლხური თეთრის მოჭრას მკვლევართა ნაწილი კოლხეთის სამეფოს  მიაწერს, ნაწილი კი —შავი ზღვის  აღმოსავლეთ სანაპიროზე, არსებულ ბერძნულ ახალშენებს. არსებობს კოლხური თეთრის რამდენიმე ტიპი და ნომინალი:
#
დასახელება
სურათი
მონეტის აღწერა
წონა
1
ტეტრადრაქმა
კოლხური ტეტრადრაქმა
შუბლზე - მარცხნივ მიმართული ლომის თავი; ზურგზე - ფრთოსანი რაშის პროტომა
ტეტრადრაქმის საშუალო წონაა 13 გ.
2
დიდრაქმა I ტიპი
კოლხური დიდრაქმა I
შუბლზე - მარჯვნივ და მარცხნივ მიმართული მწოლიარე ლომი; ზურგზე - მარცხნივ ან მარჯვნივ მიმართული მუხლმოდრეკილი ხარისთავიანი ადამიანის ფიგურა.
დიდრაქმების საშუალო წონაა 8,99—9,90 გ.
3
დიდრაქმა II ტიპი
კოლხური დიდრაქმა II
შუბლზე - ხაზოვან რკალში ადამიანის თავის პროფილი; ზურგზე - ერთმანეთის საპირისპიროდ მიმართული ადამიანის ისეთივე თავები, როგორიც მონეტის შუბლზეა.
დიდრაქმების საშუალო წონაა 8,99—9,90 გ.
4
დიდრაქმა III ტიპი
შუბლზე - ხაზოვან რკალში ადამიანის თავის პროფილი; ზურგზე - ერთმანეთის საპირისპიროდ მდგარი 2 ხარი.
დიდრაქმების საშუალო წონაა 8,99—9,90 გ.
5
დრაქმა
კოლხური დრაქმა
შუბლზე - ლომის თავი ფასში; ზურგზე - მარჯვნივ მიმართული ხარის თავი.
დრაქმის წონაა 5,52 გ.
6
ნახევარდრაქმა I ტიპი
კოლხური ნახევარდრაქმა I
შუბლზე - ლომის თავის პროფილი მარჯვნივ; ზურგზე - მარჯვნივ მიმართული ძუ ლომის პროტომა.
საშუალო წონაა 2,17 გ.
7
ნახევარდრაქმა II ტიპი
კოლხური ნახევარდრაქმა II
შუბლზე - მარჯვნივ ან მარცხნივ მიმართული ადამიანის თავი, ზურგზე - მარჯვნივ მიმართული ხარის თავი.
საშუალო წონაა 1,2-2,6 გ.

No comments:

Post a Comment