ფული საქონელბრუნვის საშუალებაა; ის წარმოების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის დამაკავშირებელი კონკრეტული სახმარი ღირებულებაა. კლასიკური პოლიტეკონომიკური აღქმით ფული და ვალუტა სინონიმებია. ფული საქონლის ეკვივალენტია, შეფასებითი კატეგორიაა.

Sunday, May 22, 2011

ფული და ფინანსები

ხშირად როგორც სპეციალისტები, ისე რიგითი მოქალაქეები,,ფინანსებს” და ,,ფულს”  ერთი და იგივე მნიშვნელობით იყენებენ. ეკონომიკური თეორიის თანახმად  ფული განსაკუთრებული პრივილეგირებული საქონელია, რომელიც სასაქონლო ფულადი ურთიერთობის განვითარებასთან ერთად ყველა სხვა საქონელს გამოეყო და საყოველთაო ექვივალენტის როლს ასრულებს. ე.ი. ყველა სხვა საქონელი შეიძლება აისახოს ან შეიცვალოს ფულით. რაც შეეხება ფინანსებს, მართალია იგი ფულადი ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ფულადი ურთიერთობა არ ასახავს საფინანსო ურთიერთობას. მაინც რა არის ფინანსები? იმისათვის, რომ განვასხვავოთ ფინანსები, როგორც ფულადი ურთიერთობა სხვა ფულადი ურთიერთობისაგან უნდა განისაზღროს ფინანსების ცნება და აიხსნას მისი არსი.
ტერმინი ,,ფინანსები” წარმოშობილია ლათინური სიტყვიდან ,,Finansia”, რაც ნიშნავს შემოსავალს, გადასახდელს. სპეციალისტების აზრით საფინასო ურთიერთობების აღმოცენება შუა საუკუნოვან მოვლენებს უკავშირდება. XIII-XV საუკუნეებში, იტალიის სავაჭრო ქალაქებში, ფინანსებს ნებისმიერი ფულადი გადახდის მნიშვნელობით იყენებდნენ. ამგვარად ხსენებული ტერმინი, სუბიექტებს შორის ფულადი ურთიერთობის გარკვეული პროცესის აღსანიშნავად გამოიყენებოდა. უკვე შემდგომ პერიოდში ტერმინი ,,ფინანსების” გამოყენება საერთაშორისო მასშტაბით დაიწყო. ამასთან საფინანსო ურთიერთობის სფერო თავიდანვე შემოიფარგლებოდა და დაკავშირებული იყო ფულად გადახდასთან. ფული და სასაქონლო ფულადი ურთიერთობები კი არსებობდა ბევრად უფრო ადრე ვიდრე საფინანსო ურთიერთობები წარმოიქმნებდა.

No comments:

Post a Comment