ფული საქონელბრუნვის საშუალებაა; ის წარმოების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის დამაკავშირებელი კონკრეტული სახმარი ღირებულებაა. კლასიკური პოლიტეკონომიკური აღქმით ფული და ვალუტა სინონიმებია. ფული საქონლის ეკვივალენტია, შეფასებითი კატეგორიაა.

Sunday, May 22, 2011

ფინანსების ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები, ფინანსების ცნება

ფინანსები, როგორც ეკონომიკური ისე სამართლებრივ და ისტორიულ კატეგორიაა, რომელიც ვითარდებოდა და დროში იცვლებოდა. შესაბამისად მან რიგი დამახასიათებელი ნიშნები შეიძინა. სპეციალისტები ფინანსების შემდეგ  ძირითადი დამახასიათებელ ნიშნებს გამოყოფენ:
>>ფინანსების ერთ-ერთ ძირითად დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს ის, რომ ფინანსური ურთიერთობა არსებობს მხოლოდ იქ სადაც არსებობს ფულადი ურთიერთობა;
>>საფინანსო ურთიერთობის პროცესში წარმოებს საერთო სახელმწიფოებრივი ფულადი რესურსების ფონდების ფორმირება და გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე ფინანსების ერთ-ერთ მთავარ განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს ის, რომ მას გააჩნია საფონდო ხასიათი (ფონდი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს რისამე მარაგს). როგორც ეს უკვე აღვნიშნეთ ფინანსების წარმოქმნა უწინარეს ყოვლის ბიუჯეტის შექმნას უკავშირდება, რომლის რეგულარული შემოსავლის წყარო გადასახადებია. ამასთან ცნობილია ისიც, რომ გადასახადებს, სახელმწიფო იძულებითი ხასიათი გააჩნია. გადასახადის შემოღება დასაშვებია მხოლოდ სამართლებრივი ნორმით. თავად საბიუჯეტო ურთიერთობაც შესაბამის სამართლებრივი ნორმით რეგულირდება. კერძოდ, საქართველოში საბიუჯეტო ურთიერთობა რეგულირდება ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით, ,,წლიური ბიუჯეტის შესახებ”  საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიულ სამართლებრივი აქტებით. ფულისა და ფინანსების ძირითადი დამახასითებელი ნიშნები ერთმანეთისაგან განსხვავებულია.
ფულს, როგორც საქონელს უნდა ახასიათებდეს:
>> სტაბილურობა – ფულის ღირებულება (ფასი) დროის გარკვეულ პერიოდში მეტ-ნაკლებად ერთნაირი უნდა იყოს, არ უნდა მერყეობდეს;
>> პორტატულობა – ფული უნდა იყოს მცირე ზომის და მსუბუქი;
>> გამძლეობა – შერჩეული მასალა საკმაოდ გამძლე უნდა იყოს;
>> ერთგვაროვნება – ერთი და იგივე ნომინალის ფულს ერთნაირი ღირებულება უნდა ქონდეს;
>> გაყოფადობა;
>> საცნობარობა.
ფინანსების ფუნქციებიფინანსების არსი
ფინასების არსი და მისი შინაგანი შინაარსი ფინანსების ფუნქციებში ვლინდება. აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ ,,ფუნქციის” ქვეშ იგულისხმება ის ..სამუშაო” რომელსაც ფინანსები ეკონომიკაში ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსების ფუნქციასთან დაკავშირებით ეკონომიკურ ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ექსპერტთა უმეტესობა აღიარებს, რომ ეკონომიკაში ფინანსები სამ ძირითად ფუნქციას ასრულებს. კერძოდ:
>>ფინანსები ფულადი საშუალებების ფონდების წარმოქმნის ფუნქციას ასრულებს;
>>ფინანსებით შესაძლებელია ფულადი ფონდების მობილიზებასა და გამოყენებაზე მეთვალყურობა. შესაბამისად ფინანსები მაკონტროლებელ ფუნქციას ასრულებს;
>>ფინანსებით ხდება შემოსავლების მიზნობრივი განაწილება გადანაწილება.
ნებისმიერ ქვეყანაში ფულადი შემოსავლების და ფულადი ფონდების ფორმირების მთავარ მატერიალურ წყაროს წარმოადგენს ქვეყნის ეროვნული შემოსავალი (მთლიანი შიდა პროდუქტი). სწორედ ფინანსების, როგორც მეთოდის, ინსტრუმენტის გამოყენებით ხდება ეროვნული შემოსავლის ნაწილის მობილიზება და ფულადი ფონდების ფორმირება და მისი კონკრეტული მიზნით წარმართვა. რაც შეეხება ფინანსების მაკონტროლებელ ფუნქციას, ფინანსები აღნიშნულ ,,სამუშაოს”, მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნის განაწილების და გადანაწილების ყველა სტადიაზე, ფულის მეშვეობით ასრულებს.
ფინანსები თავისი არსით, როგორც ეს უკვე აღვნიშნეთ არის როგორც ეკონომიკური, ისე სამართლებრივი კატეგორია. რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ფინანსურ ურთიერთობებს ანიჭებს კონკრეტულ სამართლებრივ ფორმას.

No comments:

Post a Comment