ფული საქონელბრუნვის საშუალებაა; ის წარმოების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის დამაკავშირებელი კონკრეტული სახმარი ღირებულებაა. კლასიკური პოლიტეკონომიკური აღქმით ფული და ვალუტა სინონიმებია. ფული საქონლის ეკვივალენტია, შეფასებითი კატეგორიაა.

Sunday, May 22, 2011

მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო მილიარდელები

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების უამრავი სია არსებობს. მათმა უმრავლესობამ წარმატებას საინვესტიციო ბიზნესში, მოდის, ვაჭრობის ან ენერგეტიკის სფეროებში მიაღწია, მაგრამ სამყაროს უმდიდრეს ადამიანებს შორის ისეთი უჩვეულო მილიარდერებიც გვხვდებიან, რომლებმაც კაპიტალი არც თუ ისე პოპულარული საქმიანობით დააგროვეს.

აფრიკის კონტინენტის უმდიდრესი ადამიანი, ე.წ. “შაქრის მეფე”, ალიკო დანგოტე გახლავთ. მისი ქონება 13,8 მილიარდ დოლარს შეადგენს და “ფორბსის” უმდიდრესი ადამიანების სიაში 51-ე ადგილს იკავებს. 1977 წელს მის მიერ შექმნილი პატარა ფირმა მალე უზარმაზარ კონგლომერატად იქცა, რომელიც ლუდის, გამაგრილებელი სასმელებისა და ტკბილეულის ადგილობრივ მეწარმეებს შაქრით ამარაგებდა. მოგვიანებით, მან ხელი ცემენტის ბიზნესსაც მიჰყო.

კომპანია IOI Group-ის მფლობელ მალაიზიელ მილიარდერ ლი შინ ჩენგას მეტსახელად “ხეების შემლოცველს” ეძახიან. ბიზნესი მან პალმის ზეთის გაყიდვით დაიწყო. ეს ზეთი ფართოდ გამოიყენება საკვები, კოსმეტიკური და მეტალურგიული პროდუქტების წარმოებისას. დღესდღეობით, მისი კომპანია დეველოპერულ საქმიანობას ეწევა მალაიზიაში, ინდონეზიაში, ევროპასა და ამერიკაში. ჩენგი კი, “ფორბსის ” სიაში 208-ე ადგილს იკავებს.

ჰონკონგის კომპანიის Huabao International–ის პრეზიდენტი, ჩუ ლამ იუ 38 წლის იყო, როცა პარფიუმერული ბიზნესის წყალობით, 1.3 მილიარდი დოლარი იშოვა და “ფორბსის” უმდიდრესი ადამიანების სიის 760-ე ადგილზე მოხვდა.

833-ე ადგილი ამერიკის უმდიდრეს და ყველაზე ცნობილ ადვოკატს, ჯო ჯამეილას, მეტსახელად “სამოქალაქო კოდექსის მეფეს” უკავია. მისი შემოსავალი 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენს და იმდენად მოთხოვნადი ადვოკატია, რომ ხშირად ყველაზე გახმაურებულ საქმეებსაც არ იღებს. მაგალითად, მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრის საქმეზე მუშაობა როცა სთხოვეს, დროის უქონლობის გამო მან ამაზე უარი განაცხადა. მან სახელი 1985 წელს, ნავთობკომპანიების Pennzoil და Texaco–ს შორის აღძრული პროცესის მოგების შემდეგ გაითქვა, როცა ორივე კომპანიამ მას ამერიკის ისტორიაში ყველაზე სარფიანი ჰონორარი გადაუხადა.

No comments:

Post a Comment